არჩევნები
ახალციხეში ელექტრონული არჩევნების დანერგვასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ახალციხეში ელექტრონული არჩევნების დანერგვასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ახალციხის 37-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თეა გავაშელმა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს დეტალური ინფორმაცია გააცნო არჩევნების მოდერნიზების მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობის, ელექტრონული ტექნოლოგიების უპირატესობებისა და საკანონმდებლო სიახლეების შესახებ.

საარჩევნო ადმინისტრაცია ქვეყანაში ელექტრონული არჩევნების დანერგვასთან დაკავშირებით ამომრჩეველთა ფართომასშტაბიან ინფორმირების კამპანიას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები ეტაპობრივად იმართება სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებისთვის.
| Print |