Error
ახალქალაქის #1–ელ უბანზე არჩევნები მიმდინარეობს
   ახალქალაქის  #1–ე უბანზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა მიმდინარეობს. ამჯერად, ამომრჩევლები  ხმას მხოლოდ დეპუტატობის კანდიდატს აძლვენ. უბანზე  1521 პირია რეგისტრირებული, მათგან 43 საკუთარ პოზიციას გადასატანი ყუთის მეშვეობით დააფიქსირებს. როგორც #40–ე ახალქალაქის საარჩევნო ოლქში განმარტავენ, 12 საათისათვის ამომრჩეველთა 10%–იანი აქტივობა ფიქსირდება. საარჩევნო პროცესს ადგილზე აკვირდებიან სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. #1–ელ საარჩევნო უბანზე იმყოფებიან ,,არასაპარლამენტო ოპოზიციის” ლიდერები: კახა კუკავა და ბეჟან გუნავა. შეგახსენებთ, რომ ახალქალაქის #1–ელ უბანზე განმეორებითი არჩევნები ბლოკ ,,არასაპარლამენტო ოპოზიციისა” და ,,მრავალეროვანი საქართველოს” სარჩელის საფუძველზე გაიმართა. მათ მიერ 15 ივნისს, #1–ელ საარჩევნო უბანზე   დაფიქსირებული დარღვევების გამო, კომისიის თავმჯდომარესა და მდივანს 500–500 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრათ. დღევანდელ არჩევნებს კი #1–ელ  უბანზე #4–ე  საარჩევნო უბანის კომისია ატარებს. ამ დროისათვის, #40–ე ახალქალაქის საარჩევნო ოლქში საჩივარი არ შესულა.

axalqalqi archevnebi.avi_000012400   ახალქალაქის  #1–ე უბანზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა მიმდინარეობს. ამჯერად, ამომრჩევლები  ხმას მხოლოდ დეპუტატობის კანდიდატს აძლვენ. უბანზე  1521 პირია რეგისტრირებული, მათგან 43 საკუთარ პოზიციას გადასატანი ყუთის მეშვეობით დააფიქსირებს.

როგორც #40–ე ახალქალაქის საარჩევნო ოლქში განმარტავენ, 12 საათისათვის ამომრჩეველთა 10%–იანი აქტივობა ფიქსირდება.

საარჩევნო პროცესს ადგილზე აკვირდებიან სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. #1–ელ საარჩევნო უბანზე იმყოფებიან ,,არასაპარლამენტო ოპოზიციის” ლიდერები: კახა კუკავა და ბეჟან გუნავა.

შეგახსენებთ, რომ ახალქალაქის #1–ელ უბანზე განმეორებითი არჩევნები ბლოკ ,,არასაპარლამენტო ოპოზიციისა” და ,,მრავალეროვანი საქართველოს” სარჩელის საფუძველზე გაიმართა. მათ მიერ 15 ივნისს, #1–ელ საარჩევნო უბანზე   დაფიქსირებული დარღვევების გამო, კომისიის თავმჯდომარესა და მდივანს 500–500 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრათ. დღევანდელ არჩევნებს კი #1–ელ  უბანზე #4–ე  საარჩევნო უბანის კომისია ატარებს.

ამ დროისათვის, #40–ე ახალქალაქის საარჩევნო ოლქში საჩივარი არ შესულა.

| Print |