26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს - ცესკო
ცესკო-ს პრესსპიკერის ნათია იოსელიანის საქართველოს თქმით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 16 აგვისტოს გამართულ სხდომაზე 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტებს რიგითი ნომრები მიანიჭა.
„17 პოლიტიკურ გაერთიანებას რიგითი ნომერი მიენიჭა წილისყრით, ხოლო 13 უფლებამოსილ პარტიას – კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების და ვადების დაცვით. მომართული განცხადების საფუძველზე მათ მოითხოვეს გასულ არჩევნებში გამოყენებული რიგითი ნომრის დატოვება, მათ ეს რიგითი ნომრები დარჩათ და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეწყობა საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან არჩევნების მზადების პროცესში, რათა ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის იყოს თანაბარი საარჩევნო გარემო და თანაბარი პირობები.
26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის კოალიციები, ბლოკები არ არის გათვალისწინებული, არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური გაერთიანებები იღებენ და თუ ვინმეს სურს, არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს სხვა პოლიტიკური პარტიის სიით, ამ შემთხვევაში მან უნდა დატოვოს საკუთარი პარტია. ასე რომ, არჩევნები წინ არის, არჩევნების დანიშვნის შემდეგ ეს ყველაფერი გახდება უკვე ცხადი, ვინ ვის პარტიულ სიაში იქნება და როგორ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.ცესკო-მ 2024 წლის 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.
როგორც ცესკო-ში აცხადებენ, საარჩევნო სუბიექტებისთვის რიგითი ნომრები ცესკო-მ როგორც წილისყრით, ისე შესაბამისი უფლებამოსილი პარტიების მიერ კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში (არაუგვიანეს 17 ივლისი) წარდგენილი განცხადებების საფუძველზე მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე განსაზღვრა.
საარჩევნო სუბიექტებს განესაზღვრათ შემდეგი რიგითი ნომრები:
№1 – „კი ევროპას – სტრატეგია აღმაშენებელი“;
№2 – „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“;
№3 – „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“;
№4 – „ახალი ერთობა გვარამია მელია“;
№5 – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“;
№6 – „საქართველოს ევროპელი დემოკრატები“;
№7 – „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“;
№8 – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“;
№9 – „ლელო საქართველოსთვის“;
№10 – „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“;
№11 – „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“;
№12 – „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“;
№13 – „საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია“;
№14 – „მესამე გზა“;
№15 – „სამართლიანობისთვის“;
№16 – „შეცვალე საქართველო“;
№17 – „საქართველო“;
№18 – „პროგრესი და თავისუფლება“;
№19 – „დემოკრატთა ალიანსი“;
№20 – „თავისუფალი საქართველო“;
№21 – „ტრიბუნა“;
№22 – „კანონი და სამართალი“;
№23 – „თავისუფალი არჩევანი – ახალი ალტერნატივა“;
№24 – „მწვანეთა პარტია“;
№25 – „გახარია საქართველოსთვის“;
№26 – „მემარცხენე ალიანსი“;
№27 – „ქართველთა ერთობა“;
№36 – „ახალი პოლიტიკური ცენტრი“;
№41 – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“;
№48 – „ანა დოლიძე – ხალხისთვის“.