ახალციხის #1 საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩეველი ოთარ მაჩიტაძე იყო
10:11 / 15.06.2014
ახალციხის #1 საარჩევნო უბანი ზუსტად 08:00 საათზე გაიხსნა. პირველ
ამომრჩეველად აქ ადგილობრივი მკვიდრი ოთარ მაჩიტაძე დაფიქსირდა. მან
შესვლისას ერთიან სიაში საკუთარი თავი მონახა, შემოწმების
პროცედურა გაიარა. რეგისტრაციის შემდეგ კი მარკირების პროცესი
შესრულდა. კომისიის თავმჯდომარემ საარჩევნო ყუთში საკონტროლო
ფურცლი ჩაგდო, რის შემდეგაც პირველ ამომრჩეველს, საკუთარი არჩევანის
დაფიქსირების საშუალება მიეცა. ოთარ მაჩიტაძე ამბობს, რომ მან ხმა
მშვიდობას მისცა.