"ძლიერი საქართველოსთვის" წევრები სამცხე-ჯავახეთში მოსახლეობას ხვდებიან
17:48 / 11.09.2024
„ძლიერი საქართველოს“ წევრები, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთში მოსახლეობას ხვდებიან. კოალიციის ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ თანაგუნდელებთან ერთად ახალციხეში ბრიფინგი გამართა, მანამდე კი ქალაქის მოსახლეობას შეხვდა და საარჩევნო პროგრამა გააცნო.
კოალიციის პროგრამის - „ილიას გზის“ მიხედვით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მოსახლეობას პირველ ეტაპზევე 200 000 ახალ სამუშაო ადგილის შექმნას ჰპირდებიან, ეკონომიკური ზრდისთვის მეგა პროექტებს განახორციელებენ, ახალგაზრდებს ანაზღაურებად სტაჟირებას, ხოლო პენსიონერებს 1 000 ლარიან პენსიას სთავაზობენ.
დღესვე დაგეგმილია მოსახლეობასთან შეხვედრა დაბა ადიგენში, ასევე სოფლებში - უდე და არალი. „ძლიერი საქართველოს“ მიერ, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, რეგიონში გამართული ტურნე ბორჯომში დასრულდება.