არჩევნები
რა იციან ახალციხეში ელექტრონული არჩევნების შესახებ
საპარლამენტო არჩევნებამდე 40 დღით ადრე, ამომრჩევლების ნაწილმა არ იცის, ვის ირჩევენ საქართველოს მოქალაქეები და რა პროცედურების გავლა მოუწევთ 26 ოქტომბერს საარჩევნო უბანზე.

პოლიტიკური პარტიები ერთხმად თანხმდებიან, რომ არჩევნების ელექტრონული წესით ჩატარება ხმის ფარულობას და დაცვას გაცილებით ეფექტურად უზრუნველყოფს, ვიდრე ტრადიციული მეთოდი.

მიუხედავად იმისა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიები სისტემატურად ატარებენ საინფორმაციო შეხვედრებსა და იმიტირებულ არჩევნებს, სიახლეები ამომრჩევლების ნაწილს მაინც აშინებს.

| Print |