არჩევნები
ელექტრონული არჩევნების პროცედურებზე სოფელ წირაში შეხვედრა გაიმართა
რას გულისხმობს ელექტრონული არჩევნები - ამ თემაზე ახალციხის სოფელ წირაში შეხვედრა გაიმართა. ადგილობრივებს ამომრჩეველთა იდენტიფიკაციის, ხმის მიცემის და დათვლის პროცედურები აუხსნეს და არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. სოფლის ცენტრში შეკრებილმა მოსახლეობამ საკუთარი ხელით სცადა ბიულეტენში სასურველი საარჩევნო სუბიექტის გასწვრივ წრის გაფერადება. ადგილობრივებს კითხვები ჰქონდათ ხმის მიცემის ფარულობასა და სიზუსტეზე.

მოსახლეობასთან შეხვედრა პროექტის - „მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები ამომრჩევლების ინფორმირებულობა ელექტრონულ არჩევნებზე“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის“ ახორციელებს.

| Print |