არჩევნები
კოალიცია "ცვლილებებისთვის" წარმომადგენლები ვალეში მოსახლეობას შეხვდნენ

კოალიცია "ცვლილებებისთვის" სამცხე-ჯავახეთის წარმომადგენლებმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ვალეში ფეხით მსვლელობა მოაწყვეს და კარდაკარ მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს.

ნიკოლოზ ბეგიშვილმა და კოალიციის ახალციხის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, ადგილობრივების პრობლემები მოისმინეს. მათი თქმით მოსახლეობის უმრავლესობის სურვილია ცვლილებები და კოალიციური მმართველობა.

"ადგილობრივებს უნდათ ცვლილებები და მათი დაკვეთაა კოალიციური მმართველობა. აქ ძირითადი პრობლემები რაც გამოიკვეთა არის უმუშევრობა, მიგრაცია და ჩვენ ამ ყველაფერს, ევროპული კურსით და რა თქმა უნდა ხელისუფლების ცვლილებით მოვაგვარებთ"- ამბობს ნიკოლოზ ბეგიშვილი.

კოალიციის წევრებმა მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისაკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. კოალიცია "ცვლილებებისთვის" მსგავს შეხვედრებს რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებშიც გამართავს.
| Print |