ხმაური იყო ახალციხის 37 ოლქის 16 უბანზე, სოფელ კლდეში. ოლქის ოპოზიციური პარტიის წევრები ითხოვდნენ, რომ რეგისტრატორების მაგიდები ისე განელაგებინათ, დამკვირვებლებს უკან განთავსების და დაკვირვების საშუალება ჰქონოდათ, რაზეც კომისიამ უარი განაცხადა.
უბანზე მაგიდები კედელთანაა მიდგმული და დამკვირვებლებს არ ეძლევათ საშუალება რომ პროცესს დააკვირდნენ. ასევე, ამ უბანზე ხმას აძლევენ მეზობელი სოფლის წნისის მაცხოვრებლებიც. ამომრჩევლები ამბობენ, რომ არ მოძრაობს ტრანსპორტი. ისინი რამდენიმე საათის განმავლობაში ელოდებოდნენ ავტობუსს, თუმცა ტრანსპორტი არ გამოჩენილა მიუხედავად იმისა, რომ გაწერილია მისი მოძრაობის განრიგი.
კლდეში ამბობენ, რომ ხელისუფლებაში მმართველი პარტიის მხარდამჭერების ტრანსპორტირება თავად უზრუნველყვეს ავტომობილებით.