შორს დგას დემოკრატიულობისგან - ჯაბა ნათენაძე არჩევნების შედეგებზე
19:59 / 29.10.2024
ჩატარებულ საპარლამენტო არჩვენებს აფასებენ ახალციხეში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მათი თქმით, ელოდებოდნენ ცვლილებებს, თუმცა შედეგები ამომრჩველის ნებას ნაკლებად გამოხატავს და შორს დგას დემოკრატიულობისგან.
"დემოკრატ მესხთა კავშირის" წარმომადგენელი ჯაბა ნათენაძე ამბობს, რომ ცენტარლური საარჩევნო კომისიის მონაცემებს არ ენდობა, რადგან არჩვენების დღეს არაერერთ დარღვევას, მუქარას და ამომრჩველზე ზეწოლას ჰქონდა ადგილი და მათ მიერ წარდგენილი მონაცემები, ამომრრჩველის ნებას არ ასახავს.