არჩევნები
თბილისში ოპოზიციური პარტიების და მოქალაქეების მსვლელობა დაიწყო
მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან ოპოზიციური პარტიებისა და მოქალაქეების საპროტესტო მსვლელობა დაიწყო.

ადგილზე უკვე იმყოფებიან „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობისა“ და კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები და წევრები.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მსვლელობას შემდეგ მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტიდან“ წამოსულ მსვლელობას შეუერთდებიან.

ადგილზე აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ ბანერი - „გაიღვიძე საქართველო“, ასევე საქართველოს, ევროკავშირისა და უკრაინის დროშები.
| Print |