არჩევნები
საინიციატივო ჯგუფები საარჩევნო ოლქებში 20 აპრილამდე უნდა დარეგისტრირდნენ
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014 წლის 15 ივნისს გაიმართება. ამასთან დაკავშირებით განკარგულებას საქართველოს  პრეზიდენტმა ხელი 10 აპრილს მოაწერა.  არჩევნებისათვის მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა ახალციხის #37- ე საოლქო საარჩევნო კომისია. მისი ინფორმაციით, 15 ივნისისათვის მზადება უკვე დაწყებულია. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ახალციხეში ორი თვითმმართველი ერთეული:  ქალაქის მერია და თვითმმართველი თემის საკრებულო იქნება. შესაბამისად, მოსახლეობას მერისა და გამგებლის არჩევა მოუწევს. ცვლილებების მიხედვით, ქალაქი – 5 ხოლო საკრებულო 15 მაჟორიტარულ ოლქად დაიყო. გარდა ამისა, დაწყებულია საინიციატივო ჯგუფების დარეგისტრირება.

| Print |