„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ახალციხის მერობის კანდიდატი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
ვლადიმერ ზედგინიძემ მესამე სექტორს საარჩევნო პროგრამა გააცნო, ქალაქის განვითარების გეგმაზე ისაუბრა და მათი შენიშვნები მოისმინა.
„ჩემი მერად არჩევის შემთხვევაში აუცილებლად ვიქნები თქვენს გვერდით, მექნება შესაძლებლობა მოვისმინო ჯანსაღი კრიტიკა ნებისმერი ადამიანისგან“ – აღნიშნა მერობის კანდიდატმა.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შედგა.
ავტორები: თიკო კურტანიძე, ირაკლი ბახტურიძე, რამაზ ალავიძე.
|