Error
"საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების პროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა
“საარჩევნო კოდექსში” ცვლილებების პროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტი 80 ხმით, ერთხმად მიიღეს. ცვლილებების ძირითადი ნაწილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ეხება. დამტკიცებულ პროექტში განსაზღვრულია აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი პირების, თვითმმართველ თემში – გამგებლის, ხოლო თვითმმართველ ქალაქში – მერის პირდაპირი არჩევის წესი. მათ ოთხი წლის ვადით და 50%-იანი საარჩევნო ბარიერით აირჩევენ. ამავე ცვლილებებით, თვითმმართველი თემის საკრებულოს პროპორციული წესით ასარჩევ საკრებულოს წევრთა რაოდენობა 5-ით იზრდება. შესაბამისად, საკრებულოში პროპორციული წესით 10 წევრის ნაცვლად, ასარჩევი იქნება 15 წევრი. მუნიციპალტეტების საკრებულოს პროპორციულ არჩევნებში საარჩევნო ბარიერი 4%-მდე მცირდება და თბილისის საკრებულოს პროპორციული არჩევნებისთვის დადგენილ

parl1 “საარჩევნო კოდექსში” ცვლილებების პროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტი 80 ხმით, ერთხმად მიიღეს.
ცვლილებების ძირითადი ნაწილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ეხება. დამტკიცებულ პროექტში განსაზღვრულია აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი პირების, თვითმმართველ თემში – გამგებლის, ხოლო თვითმმართველ ქალაქში – მერის პირდაპირი არჩევის წესი. მათ ოთხი წლის ვადით და 50%-იანი საარჩევნო ბარიერით აირჩევენ.
ამავე ცვლილებებით, თვითმმართველი თემის საკრებულოს პროპორციული წესით ასარჩევ საკრებულოს წევრთა რაოდენობა 5-ით იზრდება. შესაბამისად, საკრებულოში პროპორციული წესით 10 წევრის ნაცვლად, ასარჩევი იქნება 15 წევრი. მუნიციპალტეტების საკრებულოს პროპორციულ არჩევნებში საარჩევნო ბარიერი 4%-მდე მცირდება და თბილისის საკრებულოს პროპორციული არჩევნებისთვის დადგენილ საარჩევნო ბარიერს უთანაბრდება.
საარჩევნო სიების დაზუსტება მოხდება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არსებულ პირთა ფოტოსურათების ციფრულ ფორმატში გადაყვანით და ფოტოსურათების ურთიერთშედარებით, ამომრჩეველთა გაორების გამოსარიცხად.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინფორმირებისთვის და მათი არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, მოხდება საარჩევნო უბნების ადაპტირება. წინასაარჩევნო რეკლამა და საზოგადოებრივ მაუწყებელზე სატელევიზიო დებატები უზრუნველყოფილი იქნება სურდო-თარგმანით.
ამასთან, უახლოეს დღეებში პარლამენტს სარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი კიდევ ერთი ცვლილებების პროექტი წარედგინება. ახალი ცვლილებები საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა ვერიფიკაციასთან და წინაასარჩევნო პერიოდში საბიუჯეტო სახსრების გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება.
დღევანდელ სხდომაზე “მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მესამე მოსმენით განიხილეს.
კანონპროექტი პარლამენტის წევრის, ზურაბ ტყემალაძის ინიციატივას წარმოადგენს და ლიცენზიის მოქმედების ვადის მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით გაგრძელებას ითვალისწინებს იმ მაუწყებლებისათვის, რომელთაც საეთერო ტელემაუწყებლობის ლიცენზიების მოქმედების ვადა 2015 წლის 17 ივნისამდე – საქართველოში ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლამდე ეწურებათ.
დღესვე მესამე მოსმენით მიიღეს კანონპროექტები: „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“; „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ; „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ; „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“; „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“.

| Print |