"რესპუბლიკელებმა" ახალქალაქში, მხარდამჭერებს მაჟორიტარობის კანდიდატი წარუდგინეს
რესპუბლიკური პარტიის ლიდერებმა ახალქალაქში მხარდამჭერებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აშოტ საარიანი წარუდგინეს.

რესპუბლიკური პარტიის ლიდერებმა ახალქალაქში მხარდამჭერებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აშოტ საარიანი წარუდგინეს.

„უსუფაშვილი – რესპუბლიკელებს“  8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში კანდიდატი სამცხე–ჯავახეთში მხოლოდ ახალქალაქი–ნინოწმინდაში ეყოლება.

პარტიის სიის პირველი ნომერი, დავით უსუფაშვილი, ადგილობრივებს თავმჯდომარესთან ხათუნა სამნიძესთან და პოლიტიკურ მდივანთან, დავით ბერძენიშვილთან ერთად შეხვდა.

„უსუფაშვილი – რესპუბლიკელების“ ლიდერებმა შეხვედრაზე ადგილობრივების პრობლემები მოისმინეს და მათ პარტიის პრიორიტეტები გააცნეს.

ავტორები: თიკო კურტანიძე, ლევან ყურაშვილი


| Print |