Error
არჩევნები
საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია დასრულდა
საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია დასრულდა, რომლის რაოდენობამ – 5290 მსურველი შეადგინა. საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდები მიმდინარე წლის 5 თებერვლიდან 12 მარტის ჩათვლით ჩატარდება. გამოცდების ჩატარებას სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი უზრუნველყოფს. გამოსაცდელი სასერტიფიკაციო გამოცდაზე სარეგისტრაციო ბარათში მითითებული თარიღისა და დროის დაცვით უნდა გამოცხადდეს, თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. გამოცდის ჩატარების ხანგრძლივობა 1 საათია. გამოცდა ელექტრონული ტესტირების მეთოდით ჩატარდება. თითოეული გამოსაცდელისათვის ავტომატურად, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით 30 საგამოცდო ტესტი შეირჩევა. დადებითი შეფასების მისაღებად გამოსაცდელმა 24 ქულა უნდა დააგროვოს. გამსვლელი ქულის მიღების შემთხვევაში გამოსაცდელს სერტიფიკატი ადგილზე გადაეცემა. გამოცდის მიმდინარეობაზე დაკვირვების მიზნით არასამთავრობო ორგანიზაცია ”საარჩევნო გარემოს განვითარების ცენტრი” 3 დამკვირვებლით დარეგისტრირდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

cesko საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია დასრულდა, რომლის რაოდენობამ – 5290 მსურველი შეადგინა.
საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდები მიმდინარე წლის 5 თებერვლიდან 12 მარტის ჩათვლით ჩატარდება. გამოცდების ჩატარებას სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი უზრუნველყოფს.
გამოსაცდელი სასერტიფიკაციო გამოცდაზე სარეგისტრაციო ბარათში მითითებული თარიღისა და დროის დაცვით უნდა გამოცხადდეს, თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.
გამოცდის ჩატარების ხანგრძლივობა 1 საათია. გამოცდა ელექტრონული ტესტირების მეთოდით ჩატარდება. თითოეული გამოსაცდელისათვის ავტომატურად, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით 30 საგამოცდო ტესტი შეირჩევა. დადებითი შეფასების მისაღებად გამოსაცდელმა 24 ქულა უნდა დააგროვოს. გამსვლელი ქულის მიღების შემთხვევაში გამოსაცდელს სერტიფიკატი ადგილზე გადაეცემა.
გამოცდის მიმდინარეობაზე დაკვირვების მიზნით არასამთავრობო ორგანიზაცია ”საარჩევნო გარემოს განვითარების ცენტრი” 3 დამკვირვებლით დარეგისტრირდა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

| Print |