გოდერძი კუბლაშვილი “მეცხრე არხთან” მხოლოდ პირდაპირ ეთერში იკონტაქტებს – ამის შესახებ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ჟურნალისტს სატელეფონო საუბრისას განუცხადა.

გოდერძი კუბლაშვილმა, რომელიც ახალციხესა და ადიგენის ოლქში „მაჟორიტარობის კანდიდატად იყო წარდგენილი, “პატიოტთა ალიანსი” დატოვა და თამაზ მეჭიაურის პარტიაში გადავიდა. „თამაზ მეჭიაური-ერთიანი საქართველოსთვის“ გოდერძი კუბლაშვილის კანდიდატურა 8 სექტემბერს წარადგინა.
“როგორც დაგპირდით, სასიამოვნო სიურპრიზი…, ჩემი კანდიდატურა ადიგენი-ახალციხის ოლქში წარადგინა ყველაზე ეროვნულმა ძალამ თამაზ მეჭიაური “ერთიანი საქართველოსთვის”… მადლობა უფალო ამ წყალობისთვის და მადლობა ბატონ თამაზს ნდობისთვის” – წერს გოდერძი გუბლაშვილი სოციალურ ქსელში.
ამასთან დაკავშირებით, კუბლაშვილს “მეცხრე არხი” დაუკავშირდა, თუმცა მან ყოველგვარი კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა. მისი თქმით, მხოლოდ ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში ისაუბრებს.
“მიზეზი თქვენ ძალიან კარგად იცით. დამპატიჟეთ პირდაპირ ეთერში და კი ბატონო” – განაცხადა გოდერძი კუბლაშვილმა.
მისივე თქმით, 9 სექტემბერს დაგეგმილია აქვს ბრიფინგი,
სადაც კანდიდატად დასახელების თაობაზე ყველა ინფორმაციას
გააჟღერებს. 
|