,,თავისუფალმა დემოკრატებმა“ ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარულ ოლქში, კანდიდატი დაასახელა. პარტიის სახელით საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას, შალვა გოგოლაძე მიიღებს.

,,თავისუფალმა დემოკრატებმა“ შალვა გოგოლაძესთან ერთად, ხობისა და თეთრიწყაროს მაჟორიტარი კანდიდატები დაასახელა, რომლებიც დეპუტატის მანდატისთვის იბრძოლებენ.
წარდგენა პარტიის ცენტრალურ ოფისში, რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
პარტიამ სამცხე–ჯავახეთის სამი მაჟორიტარული ოლქიდან, კანდიდატი მხოლოდ ახალციხე–ადიგენში დაასახელა.
შალვა გოგოლაძე ქალაქ ახალციხის საკრებულოს წევრი და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეა.
|