არჩევნები
#37 -ე ახალციხის საარჩევნო ოლქში შემაჯამებელი ოქმი შედგა
#37 -ე ახალციხის საარჩევნო ოლქში შემაჯამებელი ოქმი შედგა. დოკუმენტის მიხედვით ამომრჩეველთა რაოდენობა საარჩევნო ოლქში 35 120–ია, ხოლო მათგან არჩევნებში მონაწილეობა 18 014 პირმა მიიღო. შემაჯამებელ ოქმში განსხვავებული აზრი არ დაფიქსირებულა, რაც ნიშნავს იმას, რომ ოქმს საოლქო საარჩევნო კომისიის ყველა წევრი დაეთანხმა. შემაჯამებელი ოქმის შედგენის შემდეგ  დაიწერა შესწორების ოქმიც, რადგან მდივანს გიორგი მარგველაშვილის გრაფაში ხმათა რაოდენობა შეეშალა. შესწორების ოქმში აღნიშვნა გაკეთდა, რაც საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, ოლქის ყველა წევრმა ხელმოწერით დაადასტურა. დღესვე საუბნო საარჩევნო კომიისის წევრებს უფლებამოსილება შეუწყდათ. საოლქოს დროებითი წევრები კი მუშაობას ცენტრალური საარჩევნო კომიისიის შემაჯამებელი ოქმის დაწერამდე აგრძელებენ. #37 -ე ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის მიხედვით პრეზიდენტობის კანდიდატთა ხმები ასე გადანაწილდა:

#37 -ე ახალციხის საარჩევნო ოლქში შემაჯამებელი ოქმი შედგა. დოკუმენტის მიხედვით ამომრჩეველთა რაოდენობა საარჩევნო ოლქში 35 120–ია, ხოლო მათგან არჩევნებში მონაწილეობა 18 014 პირმა მიიღო. შემაჯამებელ ოქმში განსხვავებული აზრი არ დაფიქსირებულა, რაც ნიშნავს იმას, რომ ოქმს საოლქო საარჩევნო კომისიის ყველა წევრი დაეთანხმა.

შემაჯამებელი ოქმის შედგენის შემდეგ  დაიწერა შესწორების ოქმიც, რადგან მდივანს გიორგი მარგველაშვილის გრაფაში ხმათა რაოდენობა შეეშალა. შესწორების ოქმში აღნიშვნა გაკეთდა, რაც საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, ოლქის ყველა წევრმა ხელმოწერით დაადასტურა.

დღესვე საუბნო საარჩევნო კომიისის წევრებს უფლებამოსილება შეუწყდათ. საოლქოს დროებითი წევრები კი მუშაობას ცენტრალური საარჩევნო კომიისიის შემაჯამებელი ოქმის დაწერამდე აგრძელებენ.

#37 -ე ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის მიხედვით პრეზიდენტობის კანდიდატთა ხმები ასე გადანაწილდა:

  1. თამაზ ბიბილური – 8
  2. გიორგი ლილუაშვილი – 21
  3. სერგო ჯავახიძე – 16
  4. კობა დავითაშვილი – 70
  5. დავით ბაქრაძე – 5141
  6. აკაკი ასათიანი – 12
  7. ნინო ჭანიშვილი – 36
  8. თეიმურაზ ბობოხიძე –7
  9. შალვა ნათელაშვილი – 334
  10. გირგი თარგამაძე – 345
  11. ლევან ჩაჩუა – 18
  12. ნესტან კირთაძე – 12
  13. გიორგი ჩიხლაძე – 10
  14. ნინო ბურჯანაძე  –1805
  15. ზურაბ ხარატიშვილი – 29
  16. მიხეილ სალუაშვილი – 15
  17. ქართლოს ღარიბაშვილი – 11
  18. მამუკა ჭოხონელიძე – 1
  19. ავთანდილ მარგვიანი – 2
  20. ნუგზარ ავალიანი – 4
  21. მამუკა მელიქიშვილი – 10
  22. თეიმურაზ მჟავია – 16

41. გიორგი მარგველაშვილი – 9788


| Print |