Error
ახალციხის მერობის კანდიდატი ,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან“ ბესიკ ტაბატაძეა
უკვე ცნობილია, ვის დაასახელებს ,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ ახალციხის მერობის კანდიდატად. პარტიის ცენტრალურ შტაბში ამბობენ, რომ მათი სახელით, შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას, ბესიკ ტაბატაძე მიიღებს.

beso

გადაწყვეტილება ლიდერებმა ერთხმად მიიღეს.

ბესიკ ტაბატაძე ახალციხიდანაა. იგი ,,სახალხო კრებისა „ და ,,დემოკრატიული მოძრაობა–ერთიანი საქართველოს“ სათათბიროს წევრი იყო. აქტიურად იყო ჩართული 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციაში, სადაც მან დარბევისას თვალი დაკარგა.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის მერის შუალედური არჩევნებისთვის, კანდიდატები უკვე დაასახელეს ,,ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და ,,ეროვნულმა ფორუმმა.“

| Print |