აგარაში მდებარე მე–12 უბანზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”
წარმომადგენლები არ შეუშვეს. დავით ჯინჭველაძე აცხადებს, რომ აღნიშნულ
უბანზე დარღვევებთან დაკავშირებით, ინფორმაციას ფლობდნენ, რის
გამოც საარჩევნო უბანზე შესვლას შეეცადნენ. მცდელობის მიუხედავად,
კომისიის წევრებმა “ნაციონალები” არ შეუშვეს. “ჩვენი ინფორმაციით,
დარღვევა ამომრჩეველთა ოდეობასთან დაკავშირებით დაფიქსირდა. ამის
გასარკვევად მივედით, თუმცა, კომისიის თავმჯდომარემ და წევრებმა
არანაირი განმარტება არ მოგვცეს, არც კი გამოგვხედეს.
შესაბამისად, კონკრეტულად რა დარღვევას ჰქონდა
ადგილი, ვერ შევიტყვეთ” – განმარტავს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”
წარმომადგენელი დავით ჯინჭველაძე. მისივე თქმით, აღნიშნულ
დარღვევასთან დაკავშირებით შესაბამისი საჩივარი დაიწერება.
აგარაში მდებარე
მე–12 უბანზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები არ
შეუშვეს. დავით ჯინჭველაძე აცხადებს, რომ აღნიშნულ უბანზე
დარღვევებთან დაკავშირებით, ინფორმაციას ფლობდნენ, რის გამოც
საარჩევნო უბანზე შესვლას შეეცადნენ. მცდელობის მიუხედავად, კომისიის
წევრებმა “ნაციონალები” არ შეუშვეს.
“ჩვენი ინფორმაციით, დარღვევა ამომრჩეველთა ოდეობასთან
დაკავშირებით დაფიქსირდა. ამის გასარკვევად მივედით, თუმცა, კომისიის
თავმჯდომარემ და წევრებმა არანაირი განმარტება არ მოგვცეს, არც კი
გამოგვხედეს. შესაბამისად, კონკრეტულად რა დარღვევას
ჰქონდა ადგილი, ვერ შევიტყვეთ” – განმარტავს “ერთიანი
ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი დავით ჯინჭველაძე.
მისივე თქმით, აღნიშნულ დარღვევასთან დაკავშირებით შესაბამისი
საჩივარი დაიწერება.