Error
არჩევნები
ცესკოს მონაცემებით ამომრჩეველთა დიდ რაოდენობა რაჭა–ლეჩხუმსა და გურიაში ფიქსირდება
  ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 17:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაცია წარადგინა . მოცემული დროისთვის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა 39.07 %-მა (1,382,017 ამომრჩეველი) მიიღო . ცესკოს ინფორმაციით, საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში, განსაკუთრებული ექსცესების გარეშე მიმდინარეობს. როგორც 17:30 სთ-ზე გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა ეკატერინე აზარაშვილმა მედიას განუცხადა, ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმსა (52.4 %) და გურიაში (46,4) ფიქსირდება. ცესკოს სპიკერმა საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ წარადგინა ინფორმაცია; როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ზესტაფონის ოლქის #9 საარჩევნო უბანზე ერთ-ერთმა ამომრჩეველმა საარჩევნო ყუთი დააზიანა; შესაბამისად,  უბანზე დროებით შეჩერებულია კენჭისყრის პროცესი. საუბნო საარჩევნო კომისია იმსჯელებს და მიიღებს სათანადო გადაწყვეტილებას, რომელსაც ცესკო მოგვიანებით წარმოადგენს. მომდევნო საინფორმაციო ბრიფინგი 20:30 სთ-ზე იგეგმება.

cesko  ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 17:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაცია წარადგინა . მოცემული დროისთვის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა 39.07 %-მა (1,382,017 ამომრჩეველი) მიიღო . ცესკოს ინფორმაციით, საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში, განსაკუთრებული ექსცესების გარეშე მიმდინარეობს.

როგორც 17:30 სთ-ზე გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა ეკატერინე აზარაშვილმა მედიას განუცხადა, ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმსა (52.4 %) და გურიაში (46,4) ფიქსირდება.

ცესკოს სპიკერმა საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ წარადგინა ინფორმაცია; როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ზესტაფონის ოლქის #9 საარჩევნო უბანზე ერთ-ერთმა ამომრჩეველმა საარჩევნო ყუთი დააზიანა; შესაბამისად,  უბანზე დროებით შეჩერებულია კენჭისყრის პროცესი. საუბნო საარჩევნო კომისია იმსჯელებს და მიიღებს სათანადო გადაწყვეტილებას, რომელსაც ცესკო მოგვიანებით წარმოადგენს.

მომდევნო საინფორმაციო ბრიფინგი 20:30 სთ-ზე იგეგმება.

| Print |