ამ დროისათვის ადიგენის მუნიციპალიტეტში საარჩევნო პროცესი
ექსცესების გარეშე მიმდინარეობს. საარჩევნო
უბნები მუნიციპალიტეტში ამომრჩეველს დილის 8 საათიდან იღებენ.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით საკუთარ არჩევანს ადიგენში სულ 15 648
ადამიანი გააკეთებს. ადიგენის # 38–ე საოლქო საარჩევნო კომისიაში სულ
18 უბანი ფუნქციონირებს. გადასატანი ყუთის მეშვეობით აქ ხმას 353
ამომრჩეველი მისცემს. როგორც #38 ადიგენის საოლქო საარჩევნო კომისიის
თავმჯდომარე ჯაბა მაჭარაშვილი აცხადებს, ამ დროისათვის საარჩევნო
პროცესი ადიგენში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

ამ დროისათვის ადიგენის მუნიციპალიტეტში საარჩევნო პროცესი
ექსცესების გარეშე მიმდინარეობს.
საარჩევნო უბნები მუნიციპალიტეტში ამომრჩეველს დილის 8
საათიდან იღებენ. მუნიციპალიტეტის მასშტაბით საკუთარ არჩევანს
ადიგენში სულ 15 648 ადამიანი გააკეთებს. ადიგენის # 38–ე საოლქო
საარჩევნო კომისიაში სულ 18 უბანი ფუნქციონირებს. გადასატანი ყუთის
მეშვეობით აქ ხმას 353 ამომრჩეველი მისცემს. როგორც #38 ადიგენის
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა მაჭარაშვილი აცხადებს, ამ
დროისათვის საარჩევნო პროცესი ადიგენში მშვიდ ვითარებაში
მიმდინარეობს.