ბლოკმა ,,პატრიოტთა ალიანსი – გაერთიანებული ოპოზიცია“ ჯავახეთში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. ნინოწმინიდისა და ახალქალაქის ამომრჩეველს ბლოკში შემავალი პარტიის ლიდერები შეხვდნენ.
პოლიტიკოსებმა ადგილობრივ მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინეს და წინასაარჩევნო პროგრამა გააცნეს. მათი სახელით, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მერუჟან კარახანიანი მიიღებს. შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ კანდიდატის შერჩევისას აქცენტი პროფესიონალიზმზე, პიროვნების გამოცდილებასა და წარსულზე გააკეთეს. ექვსი პარტიისგან შემდგარ ბლოკს გამარჯვების იმედი აქვს.