„ადიგენში, პრემიერის ვიზიტის დროს, სახელისუფლებო რესურსის თითქმის 80 % იყო წარმოდგენილი“ – გოდერძი კუბლაშვილი
„ადიგენში პრემიერ მინისტრის ვიზიტის დროს სახელისუფლებო რესურსის თითქმის 80 პროცენტი იყო წარმოდგენილი“ – ეს განცხადება ,საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

„ადიგენში პრემიერ მინისტრის ვიზიტის დროს სახელისუფლებო რესურსის თითქმის 80 პროცენტი იყო წარმოდგენილი“ – ეს განცხადება ,საქართველოს პატრიოტთა ალიანსის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

გოდერძი კუბლაშვილის თქმით, საჯარო მოხელეების გარდა, “ოცნების” მხარდამჭერთა აქციაზე იმყოფებოდნენ პედაგოგები, ექიმები და სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული სამართალდამცველები.  გარდა ამისა, კუბლაშვილის თქმით, აქციაზე საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ მიიყვანეს რიგითი მოქალაქეები, მათ შორის დედამისიც.

გოდერძი კუბლაშვილმა კონკრეტული პიროვნებების დასახელებისგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ თანამდებობის პირები იმყოფებოდნენ, როგორც ადიგენიდან, ასევე  ახალციხიდანაც.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ,22 აგვისტოს, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში წარადგინა, მათ შორის ადიგენშიც.


| Print |