Error
პრემიერი მაჟორიტარობის კანდიდატებს ნინოწმინდაში, ახალქალაქში, ასპინძასა და ბორჯომში წარადგენს
საქართველოს პრემიერ მინისტრი და ,,ქართული ოცნება დემოკრატიული-საქართველო“-ს თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი დღეს, 22 აგვისტოს ახალქალაქი–ნინოწმინდისა და ბორჯომი–ასპინძის მაჟორიტარობის კანდიდატებს ამომრჩეველს წარუდგენს. 

13913747_106586463122466_4970189280528860578_o

ნინოწმინდის მოსახლეობასთან შეხვედრა 12:00 საათზეა დაგეგმილი, სადაც პრემიერი ახალქალაქი–ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ენძელ მკოიანს წარადგენს.  13:00 საათზე გიორგი კვირიკაშვილი ახალქალაქელ მხარდამჭერებს შეხვდება.

ჯავახეთის შემდეგ პრემიერ მინისტრი ასპინძის მუნიციპალიტეში ჩავა და ადგილობრივებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს გედევან ფოფხაძეს ოფიციალურად წარუდგენს.

ამომრჩეველთან შეხვედრა, დღესვე დაგეგმილია ბორჯომში, პირველი საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე.

შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები სამცხე–ჯავახეთში საქართველოს პრემიერ მინისტრმა 7 აგვისტოს ახალციხეში დაასახელა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, რეგიონს საქართველოს პარლამენტში გიორგი კოპაძე, გედევან ფოფხაძე და ენძელ მკოიანი წარადგენენ.

| Print |