ახალციხის ცენტრალურ პარკში "ქართული ოცნების" მხარდამჭერები იკრიბებიან
ახალციხის ცენტრალურ პარკში “ქართული ოცნების” მხარდამჭერები იკრიბებიან. აქტივისტების კოლონა უკვე ქალაქშია. 

ახალციხის ცენტრალურ პარკში “ქართული ოცნების” მხარდამჭერები იკრიბებიან. აქტივისტების კოლონა უკვე ქალაქშია. 

მესხეთის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე კოალიცია “ქართული ოცნების” მხარდამჭერებმა შეკრება 18:00 საათიდან დაიწყეს.  ავტომობილების კოლონა ქალაქში დროშებით ბორჯომიდან, ახალქალაქიდან, ნინოწმინდიდან, ასპინძიდან, ადიგენიდან და მუნიციპალიტეტების სოფლებიდან შემოვიდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს, 7 აგვისტოს “ქართული ოცნების” სამცხე–ჯავახეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დაასახელებს.

ავტორები: თიკო კურტანიძე, რამაზ ალავიძე. 


| Print |