"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წევრები, პოლიტიკური პარტიების, ადგილობრივი არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრა ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა. პარტიებიდან მხოლოდ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" წევრები დაესწრნენ.
იურისტებმა მონაწილეებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, მათი მომზადებული ანალიზი წარუდგინეს. შეხვედრის მიზანი მონიტორინგის შედეგების გაცნობა იყო. შეხვედრის მონაწილეებმა მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებზეც ისაუბრეს. "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" წინასაარჩევნო პერიოდის მონიტიროინგი უკვე დაიწყო.