თვითმმართველობის არჩევნებისთვის 3 461 225 ამომრჩეველია რეგისტრირებული
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საქართველოში ამომრჩეველთა რაოდენობა 3 461 225 შეადგენს.
15 ივლისის მდგომარეობით არსებული მონაცემები, ცესკომ საკუთარ ვებ–გვერდზე განათავსა. იქვე აღნიშნულია მაჟორიტარულ ოლქებში რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობაც.
34 367 ამომრჩეველია ახალციხეში, 15 497 ადიგენში, 9 685 ასპინძაში, 26 590 ბორჯომში, 38 148 ახალქალაქსა და 21 015 ნინოწმინდაში.