დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გასული წლის 17 ივნისის განკარგულებაში ოთხი ცვლილება შეიტანეს.
ცვლილებები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლის შესაბამისად განხორციელდა. გადაწყვეტილების მიხედვით, 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საარჩევნო პლაკატებისთვის კონკრეტული ადგილები უნდა გამოიყოს. რეკლამირებისთვის ასევე შესაძლებელი გახდა კერძო ობიექტების გამოყენება, დაკონკრეტდა პლაკატების გაკვრის რაოდენობა და ზომა ერთ კონკრეტულ ადგილზე.