"ქართულმა ოცნებამ" ასპინძაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა
"ქართულმა ოცნებამ" ასპინძის 12 მაჟორიტარულ ოლქში, დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა.
წარდგენა პირველ სექტემბერს, ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო’’- ს ასპინძის შტაბში გაიმართა.
კანდიდატების დასახელებას სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე, პარტიის რეგიონული კოორდინატორი სერგი მუშკუდიანი, საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე მამუკა მელიქიძე, შტაბის წევრები და პარტიის აქტივი ესწრებოდა.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებია:
N1 მაჟორიტარული ოლქი (ასპინძის N1, N23 და ივერიის N2 უბანი) დავით ფართლაძე;
N 2 მაჟოროტარული ოლქი (აწყვიტის N3 უბანი) ავთო ივანიძე;
N3 მაჟორიტარული ოლქი (დამალის N4 უბანი) ემინ ბალოიანი;
N4 მაჟორიტარული ოლქი (ვარგავის N5 და თოკის N6 უბანი) ზვიად ზარიძე;
N5 მაჟორიტარული ოლქი (იდუმალის N7 და ოშორის N8 უბანი) გაგა სახელაშვილი;
N6 მაჟორიტარული ოლქი (ნაქალაქევის N9, თმოგვის N10 და მირაშხნის N11 უბანი) ბადრი მაღრაძე;
N7 მაჟორიტარული ოლქი (ოთის N12 უბანი) ბესიკ მაგრაქველიძე;
N8 მაჟორიტარული ოლქი ( 13 ორგორის N13 და საყუდაბელის N14 უბანი) პაატა ნარიმანიძე;
N9 მაჟორიტარული ოლქი (რუსთავის N15 უბანი) თამაზ შავაძე;
N10 მაჟორიტარული ოლქი (ტოლოშის N16 და ხერთვისის N17 უბანი) ზურაბ მელიქიძე;
N11 მაჟორიტარული ოლქი (ძველის N18 და ჭობარეთის N19 უბანი) გია ჯვარიძე;
N12 მაჟორიტარული ოლქი (ხიზაბავრის N20, საროს N21 და ნიჯგორის N22 უბანი) გოჩა ყრუაშვილი.