“ევროპულმა საქართველომ” ადიგენსა და ასპინძაში მერობის კანდიდატები წარადგინა
18:14 / 08.09.2017
ადიგენის მერობისთვის კიდევ ერთი კანდიდატი იბრძოლებს.
მუნიციპალიტეტის პირველი პირის სტატუსის მოპოვებას, “ევროპული საქართველოდან” გელა სარაშვილი შეეცდება.
კანდიდატის წარდგენა ადიგენის ადმინისტრაციული შენობის წინ გაიმართა. სარაშვილი ამომრჩევლებს პარტიის ლიდერებმა გააცნეს.
გიგი უგულავამ აღნიშნა, რომ კანდიდატი ამოცდილებისა და ცნობადობის გამო შეირჩა. გელა სარაშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტში, ძალოვან უწყებაში მუშაობდა.
მხარდამჭერებს პარტიის წევრებმა სიტყვით მიმართეს და ადიგენის პოტენციალზე ისაუბრეს. უგულავას ერთ–ერთი გზავნილი პენსიების მატება იყო. პარტიის ლიდერის განცხადებით, მუნიციპალიტეტში, სადაც მათი კანდიდატი გაიმარკვებს, პენსია 25 ლარით გაიზრდება.
ადიგენის შემდეგ, “ევროპულმა საქართველომ” შეხვედრა ასპინძელ ამომრჩეველთან გამართა და მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი წარადგინა. პარტიის სახელით კენჭს აქ ტარიელ ლონდარიძე იყრის.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.