"პატრიოტთა ალიანსმა" ბორჯომში მერობის კანდიდატი წარადგინა
ბორჯომის მერობისთვის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე იბრძოლებს.
ზაზა ჩაჩანიძე "საქართველოს პარტიოტთა ალიანსმა" ამომრჩევლებს დღეს წარუდგინა.
დავით თარხან-მოურავმა და ირმა ინაშვილმა ქალაქის ცენტრში შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართეს.
პარტიის ლიდერებმა და კანდიდატმა საარჩევნო პროგრამასა და პრიორიტეტებზე ისაუბრეს.