მკაცრი შემოწმების გავლა და მობილური ტელეფონების გამორთვა ასპინძაში, ყველა იმ მოქალაქეს მოუწია, ვინც პარტიულ შეხვედრაზე იყო დაბარებული.
თუმცა ზურაბ ნარიმანიძე იყო ერთადერთი მათ შორის, ვინც მედიასთან შეხვედრის დეტალები გააჟღერა.
მისგან განსხვავებით შეხვედრის დანარჩენი მონაწილეები კამერასთან არ საუბრობენ.
7 ოქტომბერს ასპინძაში, ქართული ოცნების რაიონულ ოფისში, გამგეობისა და მასზე დაქვემდებარებული ააიპ–ებისა და შპს–ების სამსახურის თანამშრომლები დაიბარეს.
შეხვედრას ხელმძღანელობდა "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" რეგიონალური სამსახურის უფროსი.
ზურაბ ნარიმანიძე ამბობს, რომ დიტო სამხარაძე შეხვედრის მონაწილეებს დაემუქრა.
შეხვედრიდან გამოსული გამგებლის რწმუნებული აცხადებს, რომ დაბარების მიზეზი მხოლოდ ერთია – მათ მმართველი პარტიის მიერ წარდგენილი მერობის კანდიდატის მხარდასაჭერად უნდა იმუშაონ.
ბრალდებას უარყოფს მმართველი პარტიის რეგიონალური სამსახურის ხელმძღვანელი.
დიტო სამხარაძე აღნიშნულ შეხვედრას პარტიულს უწოდებს და ამბობს, რომ "ქართული ოცნების" მხარდამჭერებსა და აქტივისტებს ხშირად ხვდება.
როსტომ მაგრაქველიძე ირწმუნება, რომ პარტიული შეხვედრები ხშირად იმართება და არც მუქარისა და ზეწოლის ფაქტებს აქვს ადგილი მუნიციპალიტეტში.
ასპინძის მუნიციპალიტეტის მოქმედი გამგებელი და ამავე დროს საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მერობის კანდიდატი 7 ოქტომბერს გამართულ პარტიულ შეხვედრას ამომრჩევლების მისამართით განხორციელებულ ზეწოლად და დაშინებად აფასებს.
ლევან ცაბაძის ინფორმაციით, ასპინძაში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ვიზიტი იგეგმებოდა, სადაც ზურაბ ალავიძესა და მოქმედ გამგებელს განსახორციელებელ პროექტებზე უნდა ესაუბრათ.
რეგიონული სამსახურის უფროსმა თვითმმართველობის თანამშრომლებთან და პარტიულ აქტივისტებთან შეხვედრები ცალცალკე გამართა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.