არჩევნები
წინასაარჩევნო გარემოს მესამე სექტორი აფასებს
სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები წინასაარჩევნო გარემოს აფასებენ. არასამთავრობო ორგანიზაციები სამცხე–ჯავახეთში ძირითად დარღვევებად საარჩევნო შეხვედრების ჩაშლას, ამომრჩეველზე ზეწოლასა და კანდიდატთა დაშინებას ასახელებენ.

სააგიტაციო მასალების დაზიანება, პირადი ინფორმაციის გამოთხოვა და ფსიქოლოგიური ზეწოლა მხარდამჭერებზე – ეს არ არის სრული ჩამონათვალი იმ დარღვევების, რომლის შესახებ საზოგადოებრივი ორგანიზაციები საუბრობენ. ასოციაცია "ტოლერანტის" თავმჯდომარე წინასაარჩევნო გარემოს უჩვეულოდ მშვიდს უწოდებს. ცირა მესხიშვილი ეჭვობს, რომ მოსახლეობის ნაწილი იმედგაცრუების და დაშინებების გამო არჩევნებზე შესაძლოა არ მივიდეს.

წინასაარჩევნო გარემოს გასულ წელთან შედარებით მშვიდს უწოდებს "ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის" კოორდინატორი. მზია ინასარიძე ერთერთ მთავარ დარღვევად ამომრჩევლისგან პირადი ინფორმაციის გამოთხოვის მცდელობას ასახელებს.

წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის შედეგებზე საუბრობენ არასამთავრობო ორგანაზიაცია "სამართლიან არჩევნებში". ორგანიზაციის კოორდინატორი სამცხე–ჯავახეთში ყველაზე ცხელ წერტილად ასპინძას მიიჩნევს. ნინო ბიბილეიშვილი განმარტავს, რომ ხელისუფლებამ ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენა. გარდა ამისა, ორგანიზაციაში რეგიონის მასშტაბით ერთდროულად მოხსნილი კანდიდატურებიც ეჭვს იწვევს.

ნინო ბიბილეიშვილი ჯავახეთში პატრიოტთა ალიანსის მიერ მმართველი პარტიისთვის ხელის შეშლის მცდელობებზე საუბრობს. სამოქალაქო სექტორის ნაწილი ფიქრობს, რომ კენჭისყრის პროცესი მშვიდ გარემოში ჩაივლის, მეორე ნაწილი კი კანონდარღვევის ფაქტებს არ გამორიცხავს.


| Print |