21 ოქტომბრის არჩევნებს 12 ქვეყანა აკვირდება
21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს 12 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების 23 წარმომადგენელი დააკვირდება.
საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლები ბულგარეთიდან, ბელარუსიდან, ავღანეთიდან, აზერბაიჯანიდან, ხორვატიიდან, იორდანიიდან, ლიტვადან, მალდივის რესპუბლიკიდან, მოლდოვის რესპუბლიკიდან, შრი ლანკადან, თურქეთიდან და უკრაინიდან დღის განმავლობაში სხვადასხვა საუბნო საარჩევნო კომისიებში გაუწევენ არჩევნებს მონიტორინგს და ხმის დათვლის პროცესსაც დაესწრებიან.