გელა ბარძიმაძე: ,,საარჩევნო უბანზე სრული ადაპტირება არ იყო"
14:37 / 21.10.2017
მოქალაქეობრივი ვალი დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ყველა ყველასათვის" თავმჯდომარემ მოიხადა. გელა ბარძიმაძე აცხადებს, რომ შშმ პირებისთვის გარემო სრულად ადაპტირებული არ იყო და უბანზე შესასვლელად მას სამი ადამიანის დახმარება დაჭირდა.
მისივე განმარტებით, სპეციალურად შშმ პირებისთვის გამოყოფილი კაბინით სხვებიც სარგებლობდნენ, რის გამოც მას ხმის მისაცემად რიგში დგომა დაჭირდა.