ახალციხის მერობის კანდიდატებმა მოქალაქეობრივი ვალი მოიხადეს
18:28 / 21.10.2017
საკუთარი არჩევანი დააფიქსირეს ახალციხის მერობის კანდიდატებმა. სამმა ხმა ახალციხეში მისცა, ორმა კი ვალეში.
ახალციხის მერობის კანდიდატებიდან, მოქალაქეობრივი ვალი პირველმა "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატმა მოიხადა. ჯუმბერ ინასარიძე ვალის მეათე უბანზე, მაჟორიტარ კანდიდატთან, ნანა ბაღდოშვილთან ერთად მივიდა.
ახალციხის მერვე უბანზე, მცირეწლოვან შვილებთან ერთად მივიდა ჯიმშერ გოგოლაური. "თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზის" მერობის კანდიდატმა, საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე, აგიტატორების ყოფნა გააპროტესტა.
ხმის მისაცემად, ვალეს მეცხრე უბანზე, მეუღლესთან და შვილთან ერთდ მივიდა ვაჟა ჩიტაშვილი. გამარჯვების შემთხვევაში მოსახლეობას მოვუსმენთ – განაცხადა ახალციხის მერობის კანდიდატმა "ევროპული საქართველოდან."
ახალციხის პირველ უბანზე, ოჯახის წევრებთან ერთად მივიდა ზაზა მელიქიძე. "ქართული ოცნების" ახალციხის მერობის კანდიდატი დარწმუნებულია, რომ პირველივე ტურში ღირსეულ გამარჯვებას მოიპოვებს.
ხმას ახალციხის განვითარებას ვაძლევ – აღნიშნა "ერთიანი ნაცინალური მოძრაობის" კანდიდატმა. ირაკლი ბარძიმაძე მინაძის #17 საარჩევნო უბანზე მივიდა და საკუთარი ნება დააფიქსირა.
კანდიდატები იმედოვნებენ, რომ მცირე ინციდენტები, რომლებიც დღის განმავლობაში დაფიქსირდა, საბოლოო შედეგზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს.