ადიგენის საკრებულოში ოთხი პარტია მოხვდა
ადიგენში თვითმმართველობის არჩევნების შედეგები დაითვალეს.
საოლქო საარჩევნო კომისიას შემაჯამებელი ოქმი არ დაუწერია, თუმცა თავმჯდომარის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის საკრებულოში "ქართული ოცნება" უმრავლესობით მოხვდა. 15 მაჟორიტარული ოლქიდან, 13–ში მმართველმა გუნდმა გაიმარჯვა. ორში – ვარხნისა და ზანავის ოლქში კი გამარჯვება "ევროპული საქართველოს" კანდიდატმა მოიპოვა.
რაც შეეხება პროპორციული სიის შედეგებს – 16 მანდატი ოთხმა პოლიტიკურმა ძალამ გაინაწილა. სავარაუდოდ, 9 წევრი ეყოლება საკრებულოში "ქართულ ოცნებას," 3 წევრი "ევროპულ საქართველოს," 1 წარმომადგენელი "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას," 1 "საქართველოს პატრიოტთა ალიანსს."
დარჩენილ ერთ მანდატს, საარჩევნო კოდექსის მიხედვით, ის პარტია მიიღებს, რომლის მხოლოდ ერთი წევრი მოხვდა საკრებულოში. ადიგენში ასეთი ორი პარტიაა. ამ შემთხვევაში გაუნაწილებელ მანდატს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ან "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" სიის მეორე ნომერი მიღებს, რომელ პარტიასაც ნაშთი მეტი ექნება.