ასპინძის საკრებულოში "ქართული ოცნება" უმრავლესობით შედის
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, "ქართული ოცნება" უმრავლესობით შევა.
წინასწარი მონაცემების მიხედვით, საკრებულოს 27 მანდატს, ოთხი პოლიტიკური ძალა გადაინაწილებს.
12– ვე მაჟორიტარულ ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატმა გაიმარჯვა.
15 მანდატი, რომელიც პროპორციული სიის შედეგების მიხედვით განაწილდება, ასე გამოიყურება. "ქართული ოცნება" 10 წევრი, "ევროპული საქართველოს" და "საქართველოს პატრიოტთა ალიანსს" ორ–ორი დეპუტატი ეყოლება, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" კი ერთი.