SSSS
Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2016/07/13697301_1335829433112825_9047872823261475894_n.jpg" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2016/06/sameurveo-sabjoo.jpg" not exists.
Obfuscated Ads Example Special Offer Exclusive Deal
არჩევნები
"ნაციონალურმა მოძრაობამ", ახალციხის მერიისგან, აქციის გამართვაზე უარი მიიღო
ახალციხის მერია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”  აქციის გამართვაზე უარს უცხადებს –ამის შესახებ ადიგენის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზურაბ ჩილინგარაშვილმა განაცხადა.
22:43 / 21.07.2016
"მმართველი პარტია, უმისამართო ამომრჩევლებით, გარანტირებული ხმების მიღებას ცდილობს" – მაკა სუდაძე
საქართველოში, დაახლოებით,  25 000  უმისამართო ამომრჩეველია.  ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, რომ მათი ზუსტი რაოდენობა ჯერ დადგენილი არ არის.
21:23 / 20.07.2016
"ნაციონალურმა მოძრაობამ" ჯავახეთში მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა
"ნაციონალურმა მოძრაობამ" ჯავახეთში მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა
“ნაციონალურმა მოძრაობამ” დღეს, 14 ივლისს ჯავახეთში მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა. გამარჯვების შემთხვევაში ახალქალაქსა და ნინოწმინდას, საქართველოს პარლამენტში არსენ კარაპეტიანი წარადგენს. 
22:38 / 14.07.2016
პაატა ბურჭულაძე ადიგენში მოსახლეობას შეხვდა
”მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერი, წევრებთან ერთად ადიგენის მუნიციპალიტეტში ადგილობრივებს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. პაატა ბურჭულაძემ შეკრებილებს პარტიის სამოქმედო გეგმა და ის ხედვა წარუდგინა რომელიც, მისი თქმით, ქვეყანაში არსებული პრობლემების ეტაპობრივად მოგვარებას შეძლებს.
18:40 / 17.06.2016
სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები მიმდინარეობს
სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები მიმდინარეობს
საქართველოს საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები ტარდება. ახალციხის მუნიციპალიტეტის 38–ვე სასწავლო დაწესებულებაში პროცესი მშვიდ ვითარებში მიმდინარეობს. საარჩევნო უბანი ყველა სკოლაში 09:00 საათზე გაიხსნა, რა დროსაც კომისიის წევრებმა ფუნქციები ფარული კენჭისყრით გადაინაწილეს. საარჩევნო ყუთებში მოხდა საკონტროლო ფურცლის ჩაგდება, რის შემდეგაც ზუსტად 10:00 საათზე ხმის მიცემის პროცესი დაიწყო. “პირველი ამომრჩეველი 10:00 საათზე გვყავდა. მას შემდეგ პროცესი მშვიდად მიმდინარეობს. ყვყავდა ზემდგომი ორგანოებიდანაც დამკვირვებლები. ასე რომ, წესების სრული დაცვით მიმდინარეობს არჩევნები” – აცხადებს #1–ლი საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს საარჩვენო კომისიის თავმჯდომარე ციცინო თათენაშვილი. საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოს – სამეურვეო საბჭოს არჩევნებზე სკოლები ექვს პედაგოგსა და ექვს მშობელს ირჩევენ. ხმის მიცემა 16:00 საათზე შეწყდება, რის შემდეგაც ხმების დათვლა დაიწყება. სამეურვეო საბჭოს არჩევნებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები საქართველოს ყველა რეგიონში აკვირდებიან. არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით დასწრება სამოქალაქო საზოგადოების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც შეუძლიათ, პროცესში ჩასართავად მათ რეგისტრაცია სკოლის საარჩევნო კომისიაში უნდა გაიარონ. სკოლის სამეურვეო საბჭო ირჩევს სკოლის დირექტორს, სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს, ბიუჯეტს, ირჩევს დისციპლინურ კომიტეტს. სამეურვეო საბჭოში მასწავლებლებს და მშობლების 3 წლის ვადით ირჩევენ. თიკო კურტანიძე
14:08 / 10.06.2016
ბორჯომსა და ადიგენში "გირჩი"–ს ოფისები გაიხსნა
24 მაისს, ახალი პოლიტიკური ცენტრის გირჩის ლიდერებმა სამცხე–ჯავახეთში ოფისები გაიხსნეს. გირჩის თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე ბორჯომის ახალ ოფისში მხარდამჭერებს შეხვდა და მათ მომავალ პოლიტიკურ გეგმებზე ესაუბრა. დღესვე გაირკვა, რომ ბორჯომის ორგანიზაციის ადგილობრივი ოფისს ნიკოლოზ ჯავახიძე უხელმძღვანელებს. ჯავახიძე მედიასთან აქცენტს ბორჯომში არსებულ სოციალურ ვითარებასა და სამართლიანობის აღდგენაზე აკეთებს.
22:13 / 24.05.2016
შსს–მ კორცხელში მომხდარ ჩხუბის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შსს–მ კორცხელში მომხდარ ჩხუბის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში მომხდარ ჩხუბის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. უწყების ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია და ჩხუბის ფაქტზე მყისიერად მოხდა რეაგირება. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს. შსს-ს ცნობით, ამ დროისთვის დამნაშავეთა დადგენისა და დაკავების მიზნით, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. კორცხელის #53-ე უბანზე “ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. არსებული ინფორმაციით, ჩხუბში სპორტსმენებიც იყვნენ ჩართულები და გამოყენებული იყო ხელკეტები. დაშავებულები არიან “ნაციონალური მოძრაობის” წევრები, მათ შორის ნიკა მელია, გიგა ბოკერია და თენგიზ გუნავა, ასევე, “ქართული ოცნების” მხარდამჭერები და აქტივისტები. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში, სადაც გუშინ დაპირისპირება მოხდა, “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა გაიმარჯვა. ოფიციალური შედეგებით, “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატ ვარადებულ ლაშხიას ხმა ამომრჩეველთა 49,76 %-მა (623 ხმა) მისცა, “ქართული ოცნების” კანდიდატ ამირან ლაგვილავას კი 48,96 %-მა (613 ხმა). შესაბამისად, მმართველი პარტიის კანდიდატი “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატთან 10 ხმით დამარცხდა. წყარო: ინტერპრესნიუსი.
11:19 / 23.05.2016
"ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა ცნობილია
"ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა ცნობილია
გიორგი კვირიკაშვილმა მხარდამჭერებს წესდებისა და პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, პარტიის პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა წარუდგინა: პარტიის გენერალური მდივანი: კახა კალაძე, გიორგი ვოლსკი, მანანა კობახიძე, ეკა ბესელია, ირაკლი სესიაშვილი, ირაკლი ტრიპოილსკი, თემურ ჭკუასელი, დავით საგანელიძე, ნოდარ ხადური, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე. ირაკლი კობახიძე. პარტიის თავმჯდომარემ მხარდამჭერებს პოლიტსაბჭოს ახალი წევრებიც წარუდგინა, ესენი არიან: დავით ბაქრაძე, დავით კოღუაშვილი, მამუკა მდინარაძე, ირინე ფრუიძე, რომან კაკულია, სოფიო კილაძე, აკაკი ზოიძე, ზვიად დონაძე. გიორგი კვირიკაშვილმა თითოეული მათგანი დაახასიათა. პარტიის პოლიტიკური საბჭოს წარმოდგენილი შემადგენლობა დელეგატებმა აბსოლუტური უმრავლესობით აირჩიეს. “ჩვენ მივაღწევთ დასახულ მიზანს. მე როგორც პარტიის თავმჯდომარე, დარწმუნებული ვარ, რომ “ქართული ოცნება” დამაჯერებლად გაიმარჯვებს ამ არჩევნებში. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ და ამით ჩვენი სამშობლო გაიმარჯვებს” – ამ სიტყვებით დაასრულა გამოსვლა გიორგი კვირიკაშვილმა. “ქართული ოცნების” ყრილობა დასრულდა. თიკო კურტანიძე
18:21 / 14.05.2016
გიორგი კვირიკაშვილი "ოცნების" თავმჯდომარედ აირჩიეს
გიორგი კვირიკაშვილი "ოცნების" თავმჯდომარედ აირჩიეს
”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” რიგით IV ყრილობაზე  გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე, ერთხმად აირჩიეს. “ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო იმ პარტიის თავმჯდომარე, რომელიც უახლესი ისტორიის ერთ–ერთ მძიმე ეტაპზე შეიქმნა და გარდამტეხი როლი შეასრულა ქვეყნის განვითარების გზაზე. უახლოეს მომავალში ჩვენს რიგებში იხილავთ ბევრ ახალ ადამიანს, ბევრ პროფესიონალს, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, სრულიად განსხვავებულ, პოზიტიურ დინამიკას შემოიტანენ არა მარტო ჩვენს პარტიაში, არამედ ზოგადად ქართულ პოლიტიკაში. დღეიდან, როგორც პარტია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, პირადად ვიღებ პასუხისმგებლობას ჩვენი გუნდის საქმიანობაზე და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ეს იყოს წარმატებული ადამიანების გუნდი, რომელიც უანგაროდ იდგება ქვეყნის სამსახურში” – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. “ქართული ოცნების” ყრილობა თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარეობს, რომელსაც პარტიის ლიდერები და მხარდამჭერები საქართველოს ყველა კუთხიდან ესწრებიან. თიკო კურტანიძე
17:48 / 14.05.2016
"ქართული ოცნების" ყრილობა დაიწყო
"ქართული ოცნების" ყრილობა დაიწყო
თბილისის სპორტის სასახლეში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობა მიმდინარეობს. მხარდამჭერებს კოალიციის გენერალური მდივანი კახა კალაძე მიმართავს. მან სიტყვით გამოსვლისას განაკუთრებული მადლობა გადაუხადა ყოფილ პრემიერ მინისტრებს: ირაკლი ღარიბაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს. “ჩვენ წინ გველის უმნიშვნელოვანესი არჩევნები, სადაც დარწმუნებული ვარ, თქვენი თანადგომით შევძლებთ ღირსეული და დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვებას. ეს არ იქნება მხოლოდ “ქართული ოცნების” გამარჯვება. ეს იქნება ქართველი ხალხის გამარჯვება” – აღნიშნა კახა კალაძემ. მისი თქმით, პარტია განახლებული ძალებით შეუდგება პოლიტიკურ საქმიანობას. სპორტის სასახლეში “ქართული ოცნების” რიგით მეოთხე ყრილობა მიმდინარეობს. თიკო კურტანიძე
17:41 / 14.05.2016
საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია 8 ივნისიდან დაიწყება
საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია 8 ივნისიდან დაიწყება – ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გააკეთა. ქვეყნის პირველმა პირმა პრემიერთან, პარლამენტის სპიკერსა და ცესკოს თავმჯდომარესთან გამართული კონსულტაციები შეაჯამა და აღნიშნა, რომ ისინი გარკვეულ კონსენსუსამდე მივიდნენ.
13:46 / 11.05.2016
"ნაციონალების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ცნობილია
"ნაციონალების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ცნობილია
ახალციხესა და ადიგენში ვაჟა ჩიტაშვილი, ბორჯომსა და ასპინძაში ტარიელ ლონდარიძე – ,,ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ვინაობა ცნობილია ,,ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ,“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, სამცხე–ჯავახეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა. აღნიშნული ინფორმაცია დღეს, 10 მაისს გამართულ სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ კონფერენციაზე გახდა ცნობილი, რომელიც ახალციხის ოფისში გაიმართა. კონფერენციას სამცხე-ჯავახეთის დელეგატები და ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები მიხეილ მაჭავარიანი, ვაჟა ჩიტაშვილი, ტარიელ ლონდარიძე და ზურაბ ჩილინგარაშვილი ესწრებოდნენ. დღესვე შეირჩნენ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო სიაში წარსადგენი პირები. დელეგატებმა ზურაბ ჩილინგარაშვილი, გევორქ შუშანიანი და ბესიკ ბექაური დაასახელეს, რომელთაც მაისის თვეში ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭო დაამტკიცებს. შეხვედრის დეტალებსა და ფოტოებს პარტიის ფეისბუქ-გვერდი ავრცელებს.
20:23 / 10.05.2016
"რესპუბლიკური პარტიის" ლიდერებმა ახალქალაქში შეხვედრა გამართეს
“რესპუბლიკური პარტიის” ლიდერებმა სამცხე–ჯავახეთში შეხვედრა გამართეს. ახალციხის, ადიგენის, ასპინძის, ბორჯომისა და ახალქალაქის საკრებულოს წევრები “რესპუბლიკური პარტიიდან” და მხარდამჭერები, ლიდერებთან შესახვერად ახალქალაქში შეიკრიბნენ. შეხვედრაზე ადგილობრივი პრობლემები და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. მოსახლეობასთან დისკუსია მედია საშუალებებისთვის დახურულ კარს მიღმა შედგა.
22:40 / 04.05.2016
2016 წლის საპარლამენტო არჩევნების თარიღი ცნობილია
2016 წლის საპარლამენტო არჩევნების თარიღი ცნობილია
2016 წლის საპარლამენტო არჩევნების თარიღი ცნობილია. მიმდინარე წელს ამომრჩევლები სასურველ პარტიას ხმას 8 ოქტომბერს მისცემენ. აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა დღეს, 5 აპრილს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, შესაბამისი დოკუმენტაცია დასამტკიცებლად ქვეყნის პრემიერ მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს ხვალვე გადაეგზავნება. შეგახსენებთ, რომ ბოლო საპარლამენტო არჩევნები 2012 წელს ჩატარდა, რა დროსაც ქვეყნის მმართველი ძალა – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ახალმა, კოალიციურმა მთავრობამ შეეცვალა.  
21:14 / 05.04.2016
გიორგი კოპაძე "ოცნების" რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
ახალციხის „ქართული ოცნების“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ისევ გიორგი კოპაძე გახდა. ქალაქის მერი პარტიის თავმდომარედ დელეგატებმა  უკვე მეორედ აირჩიეს. ,,ქართული ოცნების“ პარტიული ყრილობა,  მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა, რომელსაც პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე და აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე დაესწრნენ.  დარბაზში ,,ქართული ოცნების“  500–მდემხარდამჭერი იმყოფებოდა.
21:09 / 02.03.2016
ახალციხეში ,,ქართული ოცნების" რაიონულ თავმჯდომარეს ირჩევენ
ახალციხეში ,,ქართული ოცნების" რაიონულ თავმჯდომარეს ირჩევენ
ამ წუთებში, მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ,,ქართული ოცნების“ პარტიული ყრილობა მიმდინარეობს. ახალციხეს პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე და აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე სტუმრობენ. ,,მე–9 არხის“ ინფორმაციით, სხდომაზე  “ქართული ოცნების” რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს აირჩევენ, რომლის ერთ–ერთი კანდიდატი ქალაქის მერი, გიორგი კოპაძეა. აღნიშნული ინფორმაცია ტელეკომპანიას, თავად მერმა დაუდასტურა. შეხვედრას 500–მდე ,,ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ესწრება. ყრილობაზე დასწრების საშუალება არ მიეცათ მედიის წარმომადგენლებს. მიუხედავად იმისა, რომკ ,,ქართული ოცნების“  საზოგადოებსასთან ურთიერთობის სამსახური ჟურნალისტებს დაპირდა, რომ სხდომის გადაღების საშუალება ექნებოდათ, ბოლო მომენტში, პარტიის პირველი პირების დაცვის წევრებმა  ოპერატორებს დარბაზი დაატოვებინეს და გადაღების საშუალება არ მისცეს.
18:31 / 02.03.2016
ახალციხეში კახი კალაძეს ელოდებიან
ახალციხეში კახი კალაძეს ელოდებიან
ახალციხეში, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრსა და “ქართული ოცნების” აღმასრულებელ მდივანს ელოდებიან. კახი კალაძე და ირაკლი კობახიძე, პარტიის რაიონული ორგანიზაციის  წევრებს, მესხეთის სახელმწიფო, პროფესიული დრამატული თეატრის შენობაში შეხვდება. როგორც “მეცხრე არხს” ახალციხის მერის მოადგილემ ზაზა გელაძემ განუცხადა, “ქართული ოცნების” რაიონული ორგანიზაციის წევრებთან შეხვედრისას, თავმჯდომარის არჩევა მოხდება, თუმცა ამ თანამდებობას ვინ დაიკავებს, ეს ჯერ უცნობია. შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეები უკვე არჩეულია ასპინძაში, ადიგენსა და ბორჯომში.  
14:14 / 02.03.2016
2008 წლის ომში დაღუპული პოლიციელების შვილები ბაკურიანში გაემგზავრნენ
2008 წლის ომში დაღუპული პოლიციელების შვილები ბაკურიანში გაემგზავრნენ
შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული შსს-ს თანამშრომლების შვილები, დედებთან ერთად, მთის კურორტზე, ბაკურიანში ისვენებენ. დაღუპული პოლიციელების ოჯახის წევრებს ბაკურიანში შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თემურ კალანდაძე და ადგილობრივი სამართალდამცველები დახვდნენ. პოლიციელებმა ბავშვები თოვლმავლებით გაასეირნეს. დაღუპული პოლიციელების შვილები სხვადასხვა შემეცნებით და გასართობ ღონისძიებაშიც მონაწილეობენ. 10 დღის განმავლობაში ისინი სპორტულ სკოლაში სათხილამურო სპორტს დაეუფლებიან. სწავლების დასრულების შემდეგ, მოზარდებს შორის სათხილამურო შეჯიბრი გაიმართება და გამარჯვებულებს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საჩუქრებს გადასცემს.
15:49 / 30.01.2016
აშშ–ს საელჩო მცირე გრანტების კონკურსს აცხადებს
აშშ–ს საელჩო მცირე გრანტების კონკურსს აცხადებს
აშშ–ს საელჩო დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის კონკურსს აცხადებს. მასში მონაწილეობის მიღება არაკომერციულ, არასამთავრობო, საგანმანათლებლო და მედია ორგანიზაციებს შეუძლიათ. 2016 წლისათვის კომისია გრანტს მაქსიმუმ 24 000 დოლარის ოდენობით გასცემს. პროგრამისა და მცირე გრანტებისა შესახებ დღეს, 18 დეკემბერს, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში აშშ–ს საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების წარმომადგენლებმა პრეზენტაცია გამართეს. მათი თქმით, საელჩო თანხას რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულებით გასცემს. კერძოდ: სამოქალაქო ჩართულობა– სამოქალქო საზოგადოების ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში; სამოქალაქო განათლებისა და ადვოკატირების ხელშეწყობა; კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემის გადაჭრის უნარ–ჩვევების განვითარება ახალგაზრდებში; ქალების, უმცირესობების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და სხვა ჯგუფების უფლებების დაცვა და ლიდერის უნარ–ჩვევების გაღრმავება; დემოკრატიული პროცესების განვითარების ხელშეწყობა; სხვა. საარჩევნო სისტემის ხელშეწყობა –ამომრჩევეთა მიუკერძოებელი განათლება; საზოგადოების ინფორმირებულობა საარჩევნო პროცესის შესახებ და აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობა, საარჩევნო პროცესის მონიტორინგი და დამკვირვებლების გადამზადება; სხვა. გარემოს  დაცვა – საზოგადოების ინფორმირება; გარემოსდაცვითი სათემო პროექტების ხელშეწყობა; ნარჩენების გადამუშავების წახალისება; სხვა. მასმედიის განვითარება მეტად ინფორმირებული და აქტიური საზოგადოებისათვის– ადგილობრივი პროგრამების გამრავალფეროვნება; პროფესიული ზრდის ხელშეწყობა; მედიის გამჭვირვალობა და უფლებების ადვოკატირება; ჟურნალისტური ეთიკის ხელშეწყობა; სხვა. პროექტები 2016 წლის 25 იანვრამდე მიიღება, მხოლოდ ინგლისურ ენაზე. სპეციალური აპლიკაციის შევსება შეგიძლიათ ვებ–მისამართზე: http://georgia.usembassy.gov  
16:24 / 18.12.2015
საარჩევნო თემაზე ახალციხეში ტრენინგი გაიმართა
არჩევნების თემაზე ახალციხეში ტრენინგი ჩატარდა. ორი დღის განმავლობაში სკოლის მოსწავლეებმა და სტუნდეტებმა საქართველოს სახელმწიფოებრივი მოწყობის მოდელზე, ქვეყნის მართვის პროცესში ამომრჩევლის მონაწილეობის გზებზე, ასევე  არჩევითი ორგანოების ფორმირებასა და ქვეყანაში არსებულ საარჩევნო კანონმდებლობაზე ისაუბრეს. ტრენინგს რეგიონული მედიის ასოციაციის იურისტი პაატა ცნობილაძე და მოწვეულ ტრენერი  ქეთევან მამამთავრიშვილი  უძღვებოდნენ, რომელიც საინორმაციო სააგენტო „სამხრეთის კარიბჭე“-ში გაიმართა.
16:55 / 08.11.2015
სხვა სტატიები
კვირის პოპულარული
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 15 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 6 °C
img
ბაკურიანი 5 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
კალენდარი
«« დეკემბერი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/zeta librarymarsbahislink vao w88 moi nhatantep escortramadabethttps://12betno1.help/메이저놀이터dizipalpornoSavabet girişAnadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025meritking girişbetivoolimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygift activategrandpashabetramadabetbağlama büyüsüfree live tv streamingบาคาร่าfilm kurdu1 tv liveสล็อตเว็บตรงสล็อตAI 검사기Tahliye planısahabetjojobetjojobetartemisbetholiganbetdizipaltürk ifşa킹콩티비vozol배트맨티비jojobetzlotbetturkey스마일퀄리티betpasholiganbetotobetstreameastcratosslot girişjojobetCratosslot Girişлицензионное казиноdeneme bonusu veren sitelerdiyarbakır escortCasibomhuqqabetdizipalbetpipobetpipotaraftarium24casibomVbetAjaxbetholiganbetcasinofastiptv satın alhacklinkhacklinkสล็อตเว็บตรงgobahisjojobetStreameastholiganbet girişganobetenjoybetsahabetcasibomtrendbetBets10jojobetjojobetholiganbetnakitbahisJojobet 1107jojobet girişjojobet girişholiganbet girişjojobetGrandpashabetgobahistrendbetgobahisgiftcardmall/mygiftvaycasinoholiganbetholiganbet girişmatbet girişpalacebetcasibombetparkiptvjojobetcasibomonwinjokerbetcasibomcasibommasterbettingmasterbettingmeritkingSekabetCasibomsekabetDinamobetVdcasinobetpuanMarsbahistrendbetmavibetmeritkingmeritkingmeritkingpadişahbetkavbetmeritbet girişkralbet girişultrabet girişultrabet girişultrabet girişbetnano girişcratosslot girişHoliganbetdeneme bonusu veren sitelerdiyarbakır escortbahçeşehir escortbetistkolaybet girişJojobetmatbetmatbetStreameastfixbetcasibomtimebettimebettimebetcasibomcasibomistanbul escort telegrambetparkcasibompusulabetpusulabetoslobetbetplay영문주소betparkสล็อตเว็บตรงBetigma girişcasibomBetigmaholiganbetcasibomрейтинг казинорейтинг онлайн казиноJojobet 1107bets10deneme bonusu telegramStreameastrbetjojobetgiftcardmall/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftjojobetgrandpashabetgrandpashabetcasibomkavbetcasibom