ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან და ევროსთან მიმართებაში
10 აგვისტოდან 17 აგვისტომდე ყოველდღე ეცემოდა.
17 აგვისტოდან კი გამყარება დაიწყო, თუმცა საწყის პოზიციას ვერ დაუბრუნდა. ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდეტის აზრით, მთავარია დოლარიზაცია არ იყოს გამოწვევა საფინანსო სექტორისათვის და მსესხებლისთვის. არჩილ მესტვირიშვილმა ისიც აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი თურქეთში მიმდინარე პროცესებს აკვირდებოდა და შედეგს უფრო უარყოფითს ვარაუდობდა.
,,ეკონომიკაში მუდმივად არსებობს შოკები, აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ ინფლაცია მიზნობრივიდან იყოს გადახრილი. ეს იყო თურქეთის ფაქტორი და ჩვენ იქ ვაკვირდებოდით რა იქნებოდა გადმოცემა თურქეთიდან და უფრო ნაკლებია, ვიდრე პროგნოზირებული გვქონდა. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასები, ჩვენ იქაც უფრო მაღალ ფასებს ვპროგნოზირებდით. ეს იყო ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რისი რისკების ნაკლები მატერიალიზაცია მოხდა, ვიდრე ჩვენ ეს თავიდან გვქონდა პროგნოზირებული“. ახალციხეში ამბობენ, რომ ლარის კურსის ცვლილების გამო პროდუქტზე ფასები ნაწილობრივ უკვე შეიცვალა. ბოლო დღეებში ბაზარში ხილ–ბოსტნეულის ფასმაც მოიმატა. მოვაჭრეების თქმით, პროდუქტი გაძვირდა და სოფლის მაცხოვრებლებმაც საკუთარ ნაწარმზე ფასი გაზარდეს. სურსათის მაღაზიებში კი ჩივიან, რომ ლარის კურსის ვარდნამ იმპორტირებული პროდუქტი გააძვირა, მყიდველი კი შეამცირა.
,,ხილიც და ყველაფერიც იმატებს. მარტო ერთი და ორი პროდუქტი კი არა. ყველაფერი იმატებს, ძნელია უკვე, ხალხი ძალიან გაჭირვებულია".
,,დოლარის კურსით არაფერს ვიღებ, მაგრამ მეტად თუ ავიღებ მეც მოვუმატებ".
,,ჯერ არაფერია მომატებული, რადგან ძველი შემოტანილია, მაგრამ მერე ჩვენც მოვუმატებთ, აბა რას ვიზამთ?“.საკვები პროდუქტები და მედიკამენტები – მოქალაქეები ყველაზე მტკივნეულად აუცილებელი საჭიროებების გაძვირებას განიცდიან. წარსულის გათვალისწინებით მოსახლეობა ეროვნული ვალუტის გაუფასურებასთან ერთად პროდუქტის გაძვირებას ელის.
,,ხალხი რომელიც იყო, მოვიდნენ გუშინ მეგობრები ჩემთან და მითხრეს, რომ ყველაფერი გაძვირდა".
,,შეიძლება ნივთი არ იყიდო, მაგრამ საკვებს რას უზამ? შაქარი, მაიონეზი უკვე გაძვირებულია..“ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტი აცხადებს, რომ დოლარიზაციის შემცირებას რამდენიმე წელი დაჭირდება. არჩილ მესტვირიშვილმა ამის შესახებ ანალიტიკოსებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.
,,ჩვენთვის მთავარია, რომ დოლარიზაცია არ იყოს გამოწვევა საფინანსო სექტორისთვის და მსესხებლისთვის. თუმცა ის დონე, რაც ახლა ჩვენ გვაქვს დოლარიზაციის, მგონი ყველა ვთანხმდებით, რომ ერთერთი მაღალია მსოფლიოში და ეს ყველა ანალიტიკოსის პუბლიკაციაში თუ სარეიტინგო სააგენტოს პუბლიკაციაში ნახსენებია, როგორც ერთ – ერთი მნიშვნელოვანი რისკი. ჩვენ ის ტემპი, რაც გვაქვს დოლარიზაციის შემცირების, ვფიქრობთ, რომ კარგი არის და მას დაჭირდება რამდენიმე წელი, რომ დოლარიზაცია შემცირდეს იმ დონეზე, რომ ის აღარ იყოს გამოწვევა ფინანსური სექტორისთვის“.საქართველოს ეროვნული ვალუტრის რამდენიმე პუნქტით გაუფასურებას საკვებ პროდუქტებსა და მედიკამენტებზე ფასის მატება მნიშვნელოვნად არ გამოუწვევია. საწვავი კი რამდენიმე თეთრით გაიაფდა. მიზეზი მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის კლებაა.
ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 22 გვისტოსთვის 2.5851 ნიშნულზე, ხოლო ევროს კურსი 2.9954-ზე დაადგინა.