ეკონომიკა
მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის­თვის საკ­რე­დი­ტო სა­გა­რან­ტიო მე­ქა­ნიზ­მი ამოქ­მედ­დე­ბა
1-ლი აპ­რი­ლი­დან ამოქ­მედ­დე­ბა საკ­რე­დი­ტო-სა­გა­რან­ტიო მე­ქა­ნიზ­მი, რო­მე­ლიც გა­მიზ­ნუ­ლია მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის მხარ­და­ჭე­რის­თვის. აღნიშნული ინიციატივის მიხედვით, მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის იმ ნა­წილს, რო­მელ­საც სეს­ხის აღე­ბის დროს ბან­კში ჩა­სა­დე­ბად საკ­მა­რი­სი ქო­ნე­ბა არ აქვს, სა­ხელ­მწი­ფო და­უდ­გე­ბა გა­რან­ტო­რად, რომ კომ­პა­ნი­ამ სეს­ხი აი­ღოს და ბიზ­ნესპრო­ექ­ტი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს.

სეს­ხე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­ი­ცეს 50 000 ლა­რი­დან 2 მი­ლი­ონ ლა­რამ­დე. გა­რან­ტი­ის და­ფარ­ვის დონე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ სეს­ხზე 70% იქ­ნე­ბა, სქე­მის ფარ­გლებ­ში გა­რან­ტი­ით უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი სეს­ხე­ბის მთლი­ა­ნი პორ­ტფე­ლის 15%-ის ფარ­გლებ­ში. საკ­რე­დი­ტო-სა­გა­რან­ტიო სქე­მის ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს ყვე­ლა ის მე­წარ­მე-სუ­ბი­ექ­ტი, რომ­ლის სა­შუ­ა­ლო ბრუნ­ვა ბოლო 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ აღე­მა­ტე­ბა 20 000 000 (ოც მი­ლი­ონ) ლარს, ხოლო სა­სეს­ხო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი 8 000 000 (რვა მი­ლი­ონ) ლარს. სა­გა­რან­ტიო თან­ხე­ბის გან­თავ­სე­ბა მოხ­დე­ბა კო­მერ­ცი­ულ ბან­კებ­ში გახ­სნილ სა­დე­პო­ზი­ტო ან­გა­რიშ­ზე.
| Print |