ეკონომიკა
სახელმწიფო აუდიტის ინფორმაციით, საქართველომ საგარეო და საშინაო ვალის დასაფარად 2,4 მლრდ ლარი დახარჯა
2018 წელს, სახელმწიფომ საგარეო ვალის დასაფარად 984 მლნ ლარი დახარჯა, საშინაო ვალიზე - 1,496 მლნ ლარი.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის მონიტორის შეჯამებაში აღნიშნულია, საქართველოს ყველაზე დიდი ხარჯის გაწევა ვალის დასაფარად 2021 წელს მოუწევს, რათა დაიფაროს 2011 წელს გამოშვებული ევრობონდები. 2021 წელს საქართველო სახელმწიფო ვალის დასაფარად 2,6 მლრდ ლარს გადაიხდის.

ბიუჯეტის მონიტორის მიხედვით, საქართველოს საშინაო ვალი, 2018 წელს წინა წელთან შედარებით, 11%-ით, საგარეო ვალი კი 8%-ით გაიზარდა. ხოლო, სახელმწიფო ვალის ნაშთმა, მთლიანი შიდა პროდუქტის 45% შეადგინა. რაც შეეხება მიმდინარე წელს, სახელმწიფო საშინაო და საგარეო ვალის გასასტუმრებლად 1.8 მლრდ ლარს გადაიხდის.

| Print |