ეკონომიკა
სააღდგომო ფასები ბაზარში
28 აპრილს მართლმადიდებელი სამყარო აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს. სააღდგომო სუფრისთვის მზადება უკვე დაწყებულია, ამიტომ ბაზარში მომხმარებელთა რაოდენობა კვირის ბოლომდე გაიზრდება.



ახალციხის ცენტრალურ ბაზარში მყიდველებიც და გამყიდველებიც ამბობენ, რომ სააღდგომოდ ფასები გაზრდილია. მათი თქმით, გაყინული თევზის ფასმა რამდენიმე ლარით მოიმატა. მაგალითად, სკუმბრია ადრე 6 ლარი და 50 თეთრი ღირდა, ახლა კი 8 ლარი და 50 თეთრი ღირს. რაც შეეხება ბულგარულს, მისი ფასი 10 ლარამდეა გაზრდილი, ხოლო ქართული პომიდორი 5 ლარი ღირს. 5 ლარია ასევე 1 კგ მწვანილის ფასი.



ქარხნული კვერცხის ფასი 35 თეთრიდან იწყება, შინაურ კვერცხს კი 50 თეთრად იყიდით. კვერცხის შესაღებად ერთ კონა ენდროს ფესვების შეძენას 70 თეთრიდან შეძლებთ. ხოლო ფხვნილი, რომელიც კვერცხს სხვადასხვა ფერად ღებავს, ერთი შეფუთვა 60 თეთრი ღირს.



ბაზარში პასკის ყიდვა 1,7 ლარიდან შეგიძლიათ, ხოლო მაღაზიებში, საშულოდ, პასკის ღირებულება სამი ლარიდან იწყება.


პრუდუქტების ფასი ბაზარში:

  • პასკა - 1,70ლ

  • კულიჩი - 2,60ლ

  • ენდრო - 0,70ლ

  • ყველი - 6ლ

  • ქარხნული კვერცხი - 0,35ლ

  • შინაური კვერცხი - 0,50ლ

  • საქონლის ხორცი - 13ლ

  • ცოცხალი თევზი - 12ლ

  • გაყინული თევზი - 8,50ლ





| Print |