ეკონომიკა
ერთ დღეში ევრო და დოლარი 2 თეთრით გაძვირდა

 

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რვა მაისის ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა.

 

დღეს ერთი აშშ დოლარის ყიდვა, 2.7248 ლარად არის შესაძლებელი. გუშინ, 7 მაისს კი დოლარი ორი თეთრით იაფი ღირდა (2.7083).
26 აპრილიდან რვა მაისამდე დოლარის კურსი 2.7007-2.7083 ფარგლებში მერყეობდა.

დღეს ორი თეთრით გაძვირდა ევროც - 3.0510. ეროვნული ბანკის კურსით, გუშინ ერთი ევრო 3.0319 ლარი ღირდა. ბოლო ორ დღეში ერთი ევრო ოთხი თეთრით არის გაძვირებული.

 

| Print |