ეკონომიკა
ლარი კიდევ გაუფასურდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7997 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7997 ლარი შეადგინა.

კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7876 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0121 შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1236 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1182 ლარს შეადგენდა.

შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0054, ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

,,რადგანაც მცურავი გაცვლითი კურსი შოკის შთანმთქმელ ფუნქციას ასრულებს, შეიძლება ვთქვათ, რომ ასეთ გაუფასურებას შემდგომ გამყარება მოჰყვება. თუ გადახედავთ ბოლო სამი წლის ინფორმაციას, ამის მაგალითები არის", - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ. 

მისი თქმით, გაცვლით კურსზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას და უმეტეს მათგანზე ინფორმაცია რამდენიმე თვის შემდეგ იქნება ხელმისაწვდომი.

ეროვნული ვალუტის გაუფასურებას ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გარე ფაქტორებით ხსნის.

,,მსხვილი ფაქტორებიდან მნიშვნელოვანია ის, რომ დოლარს გამყარების ტრენდი ახასიათებს და ბოლო პერიოდში საკმაოდ მზარდია. პარალელურად თურქული ლირა უფასურდება, რომელიც ლარის კურსსაც გადმოეცემა".

კობა გვენეტაძის განმარტებით, ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვების მოცულობის ზრდაზე მუშაობს, თუმცა ამ დროისთვის რეზერვების აქტიურად შესყიდვის აუცილებლობა არ დგას.
| Print |