ეკონომიკა
კომერციულმა ბანკებმა 6 თვეში მოსახლებისგან ჯარიმებით 48 მლნ ლარზე მეტი მიიღეს
კომერციულმა ბანკებმა 2019 წლის ორ კვარტალში საურავებიდან და კლიენტებისთვის მიცემული სესხებიდან ჯარიმის სახით 48 214 838 ლარის შემოსავალი მიიღეს. ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს. 

როგორც კომერციული ბანკების ანგარიშგებაში ვკითხულობთ, ჯარიმებიდან ყველაზე მეტი შემოსავალი „თიბისი ბანკმა“ მიიღო - 13 749 470 ლარი. ხუთეულში არიან „საქართველოს ბანკი“, „ქართუ ბანკი“, „ლიბერთი ბანკი“ და „კრედო ბანკი“.

  • „თიბისი ბანკი“ - 13 749 470 ლარი
  • „საქართველოს ბანკი“ – 8 680 037 ლარი
  • „ქართუ ბანკი“ - 8 353 302 ლარი
  • „ლიბერთი ბანკი“ – 5 034 384 ლარი
  • „კრედო ბანკი“ – 4 959 475 ლარი
რაც შეეხება სხვა ბანკებს, „ბაზის ბანკმა“ საურავებიდან და კლიენტებისთვის მიცემული სესხებიდან ჯარიმის სახით 2 081 236 ლარი მიიღო, „ფინკა ბანკმა“ – 1 819 709 ლარი, „ხალიკ ბანკმა“ – 920 314 ლარი, „ტერაბანკმა“ – 1 730 142 ლარი, „პაშა ბანკმა“ – 345 459 ლარი, „პროკრედიტ ბანკმა“ – 478 766 ლარი, „ზირაათ ბანკმა“ კი - 62 544 ლარი.

აღსანიშნავია, რომ „სილქ როუდ ბანკს, „იშ ბანკსა“ და „ვითიბი ბანკს“ საურავებიდან და კლიენტებისთვის მიცემული სესხებიდან ჯარიმის სახით მიღებული შემოსავლი არ აქვთ.
| Print |
თეგები: ბანკი / ჯარიმა /