ეკონომიკა
საქსტატი: 2018 წელს საქართველოს სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები 3 666.1 ათას სტუმარს მოემსახურა
დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, 2018 წელს საქართველოში ფუნქციონირებდა სასტუმროს მომსახურებით დაკავებული 1 541 ეკონომიკური სუბიექტი, რომლებიც  1 639 სასტუმროსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებას ფლობდნენ. აღნიშნული მაჩვენებელი 2.8 პროცენტით აღემატება 2017 წლის ანალოგიურ მონაცემს.

საქსტატის ინფორმაციით, სასტუმროს მომსახურებით დაკავებული  სუბიექტებისათვის ყველაზე გავრცელებულ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას წარმოადგენდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომელიც მოიცავდა 2018 წელს მოქმედი სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო რაოდენობის 58.3 პროცენტს.
| Print |