ეკონომიკა
ლარი დოლართან მიმართებაში 0.0078 პუნქტით გაუფასურდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0078 პუნქტით გაუფასურდა.

1 აშშ დოლარის ფასი 2.9457 ლარია. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით 1 აშშ დოლარი 2.9379 ლარი ღირდა.
0.0008 პუნქტით გამყარდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში და მისი ღირებულება 3.2523 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.2531 ლარი იყო.
| Print |